„პოლიტიკო“ - ბელგიაში ოთხდღიან სამუშაო კვირას დაუშვებენ
„პოლიტიკო“ - ბელგიაში ოთხდღიან სამუშაო კვირას დაუშვებენ

ბელგიაში ოთხდღიან სამუშაო კვირას დაუშვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა პოლიტიკო ავრცელებს. როგორც ბელგიის ეკონომიკისა და შრომის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის კრიზისმა სრულად შეცვალა სამუშაო გრაფიკი.

„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თანამშრომლებს სამუშაო კვირის ორგანიზებაში მეტი თავისუფლება ჰქონდეთ“, – განაცხადეს ბელგიის ეკონომიკის სამინისტროში.

ამასთან, სამუშაო კვირაში, დღეების შემცირების მიუხედავად, კვირის სამუშაო საათების რაოდენობა არ შეიცვლება. შესაბამისად, თანამშრომლობს დამატებითი დასვენების დღის სანაცვლოდ, დანარჩენ დღეებში 9,5 საათი მოუწევთ მუშაობა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, კვირაში სამუშაო დღეების შემცირების შესახებ ინიციატივაზე მთავრობაში მსჯელობა გრძელდება.