„პოლიტიკო“ - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ უწყებისთვის სახელის შეცვლა არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩინეთის ან რუსეთის გათვლებზე, პირიქით, მტრები ამას გამოიყენებენ
„პოლიტიკო“ - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ უწყებისთვის სახელის შეცვლა არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩინეთის ან რუსეთის გათვლებზე, პირიქით, მტრები ამას გამოიყენებენ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები უწყებისთვის სახელის ცვლილებით უკმაყოფილო არიან, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს სახელი შეუცვალა და ახლა მას „ომის დეპარტამენტი“ ეწოდება.

როგორც „პოლიტიკო“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, უწყების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იმედგაცრუებული, გაბრაზებული და დაბნეული არიან.

მათი თქმით, ეს ცვლილება მილიარდობით დოლარი დაუჯდებათ.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანების დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ შესაძლოა, საჭირო გახდეს 40 ქვეყანასა და 50 შტატში 700 000-ზე მეტ ობიექტზე თავდაცვის სამინისტროს სახელწოდების შეცვლა.

„ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური აუდიტორიისთვისაა, რაც არა მხოლოდ მილიონობით დოლარი ღირს, არამედ არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩინეთის ან რუსეთის გათვლებზე. უარესია ის, რომ ჩვენი მტრები ამას გამოიყენებენ“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა.