პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი პირი გაიყვანეს [ვიდეო]

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი პირი, მათ შორის გიორგი მუმლაძე და ზუკა ბერძენიშვილი გაიყვანეს. ჯერ უცნობია, აღნიშნული პირები დააკავეს თუ ტერიტორიას განარიდეს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები პარლამენტის წინ კარვების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე გაშლილი კარვები დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ აიღეს.