პოლიციის სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
პოლიციის სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიციის სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გურამ ფალავანდიშვილი დიღომში პოლიციის სამმართველოში შვილთან და მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

მასთან გამოძიებას კითხვები აქვს იმ საქმის ფარგლებში, რომელიც ეხება უკანონო ფორმირების შექმნას, მასში მონაწილეობას.

გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ უკანონობა არაფერია იმ განცხადებებში, რომელიც ლევან ვასაძემ გააკეთა.

„როდესაც ცხრა აპრილი იყო და ჩვენ როდიონოვი გვარბევდა ხომ იყო კარგი, რომ რაგბისტებმა დაიცვეს წესრიგი და კიდე ბევრი ხალხი არ დაიხოცა. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაგროვებთ ბიჭებს, რომელიც ამას ფიზიკურად ხალხით დაიცავენ, ძალადობრივად კი არა. აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავამყაროთ წესრიგი, სიმშვიდე. თუ პოლიცია გადაამეტებს და დაუწყებს ხალხს ცემას, სროლას, ჩვენ გადავეფარებით ერთმანეთს, თუ ჩვენ გვამებზე გადაივლიან, ცხრა აპრილივით, მაინც ჩაატარებენ და ათასი მოწამესავით დაგვმარხავენ კი, ძალა მათ მხარესაა“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.