პოლიციის რეფორმის შესახებ კანონპროექტი დემოკრატებმა დაბლოკეს
პოლიციის რეფორმის შესახებ კანონპროექტი დემოკრატებმა დაბლოკეს

სენატის პროცედურულ კენჭისყრაზე რესპუბლიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი პოლიციის რეფორმის შესახებ კანონპროექტი დემოკრატებმა დაბლოკეს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

მიზეზად კი დოკუმენტში პოლიციაში სისასტიკის აღმოსაფხვრელად არასაკმარისად გაწერილი ზომები სახელდება.

კანონპროექტის შემდგომ ეტაპზე გასასვლელად 60 სენატორის ხმა იყო საჭირო, დოკუმენტს კი მხოლოდ 55-მა 45-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.