პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციებზე ავსტრალიაში ათასობით ადამიანი გამოვიდა
პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქციებზე ავსტრალიაში ათასობით ადამიანი გამოვიდა

პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ავსტრალიის ქალაქებში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტებმა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მანიფესტაცია სიდნეიში გაიმართა.

სიდნეიში აქციის მონაწილეებმა ასევე ავსტრალიაში მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დარღვევა გააპროტესტეს.

დემონსტრაციამდე ერთი დღით ადრე ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის უზენაესმა სასამართლომ მანიფესტაციის გამართვა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აკრძალა. თუმცა მოგვიანებით აკრძალვა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრალიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბრისბენსა და მელბურნში.

დატოვე კომენტარი