პოლიციის მხრიდან ძალადობა და რასიზმი ჰონგ კონგში გააპროტესტეს
პოლიციის მხრიდან ძალადობა და რასიზმი ჰონგ კონგში გააპროტესტეს

ჰონგ კონგის მოსახლეობის ნაწილმა აშშ-ის საკონსულოს წინ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გააპროტესტა.

„როიტერის“ ინფორმაციით, აქცია მშვიდობიანად დასრულდა. ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა გენერალურ კონსულს თავიანთი მოხსენება გაუზიარეს. ჰონგ კონგში შეკრებილებმა პოლიციის მხრიდან ძალადობა და რასიზმი დაგმეს.

ა​დგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს სოციალური დისტანციის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.