პოლიციის ცნობით, პარიზში გამართულ მსვლელობაში, სულ მცირე, 110 000 ადამიანი მონაწილეობდა

20:10, 24.10.2026

პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ მსვლელობაში, სულ მცირე, 110 000 ადამიანი მონაწილეობდა.

პოლიციის განცხადებით, პარიზში „ვითარება მშვიდია“.

„ფრანს 24-ის“ ცნობით, დემონსტრაციის დროს სამართალდამცველებმა პარიზში 3 000-ზე მეტი ადამიანი გააჩერეს და შეამოწმეს, 65 კი დააკავეს.

საფრანგეთის სხვა ქალაქებში ვითარება განსხვავებულია. ლიონში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მარსელსა და ნიცაშიც.

მსგავსი