პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ანრი კვარაცხელია დააკავეს
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ანრი კვარაცხელია დააკავეს.
ანრი კვარაცხელია სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს და სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებული იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ოჯახის წევრები ჩხრეკისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.
მუხლი, რომლითაც კვარაცხელია დააკავეს, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.