პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები ურეკში საპროტესტო აქციას მართავენ
პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები ურეკში საპროტესტო აქციას მართავენ

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების ახლობლები ურეკში საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას, დაკავებულთათვის სასჯელის შემსუბუქებას და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.

მათივე მოთხოვნაა, აღნიშნული საქმით დაინტერესდეს სახალხო დამცველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 25 ივნისს გურიაში 13 პირი დააკავა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.