პოლიციამ ზუგდიდში დაჭრის ფაქტზე ერთ პირი დააკავა
პოლიციამ ზუგდიდში დაჭრის ფაქტზე ერთ პირი დააკავა

შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დაჭრაში ბრალდებული, 1990 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა წუხელ ზუგდიდში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა კისრისა და გულმკერდის არეში ახალგაზრდა მამაკაცს.

დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მ.კ.-ს მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

დატოვე კომენტარი