პოლიციამ წეროვანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ წეროვანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა გატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.მ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი