პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ დაფასოებული 108 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე

10:44, 25.03.2026

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 108 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი