პოლიციამ თბილისში, „მზიურის“ მიმდებარედ არსებულ საჩოგბურთო კორტებთან მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
თბილისში, „მზიურის“ მიმდებარედ არსებულ საჩოგბურთო კორტებთან მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ბრალდებული აბაშაში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
შეგახსენებთ, მკლელობა თბილისში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ორი, განზრახ მკვლელობისა (სსკ-ის 108-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე) მუხლებითაა დაწყებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.