პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 1987 წელს დაბადებული დ.ო., 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ორი პირს: ა.ბ.-ს და დ.ფ.-ს. განხორციელებული ძალადობის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.