პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო, დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავა.
სამართალდამცველებმა თბილისში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მეთადონი“ ამოიღეს, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.