პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

10:38, 10.08.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა-პვპ“ და „მეთადონი“

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი