პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული თ.ხ. სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.ხ.- მ 1983 წელს დაბადებული კ.ა.- ს სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.