პოლიციამ „სიენენის“ გადამღები ჯგუფი გაათავისუფლა
პოლიციამ „სიენენის“ გადამღები ჯგუფი გაათავისუფლა

სიენენის“ კორესპონდენტი ომარ ხიმენესი და მისი გადამღები ჯგუფი პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.

ხიმენესი, პროდიუსერ ბილ კირკოსთან და ფოტოჟურნალისტ ლეონელ მენდეზთან ერთად, მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციისას პირდაპირ ეთერში დააპატიმრეს.

სიენენის“ გადამღები ჯგუფი მინეიპოლისის ცენტრში მდებარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.