პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ. უ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, გვიან ღამით, თავის ნაცნობს – 1978 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე საცხოვრებელი სახლის აივანზე, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში
გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მ.კ. მომხდარიდან მალევე, ქალაქ საგარეჯოში დააკავეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.