პოლიციამ ქუთაისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტი გახსნა, მხილებულია ორი არასრულწლოვანი
პოლიციამ ქუთაისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტი გახსნა, მხილებულია ორი არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.მ. და 2003 წელს დაბადებული რ.ხ. ამხილეს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ოთხი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან კომპიუტერული მოწყობილობა – ე.წ. პლანშეტი, ასევე პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე არასრულწლოვანი დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მხილებულები დანაშაულს აღიარებენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.