პოლიციამ ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა [ვიდეო]

20:26, 06.07.2021

რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაიძაბა. ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილმა სცადა პარლამენტის შენობასთან გადანაცვლება, სადაც ამ წუთებში „მდუმარე აქცია“ მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.

მსგავსი