პოლიციამ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტი უკავშირდება ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის შესახებ გამონათქვამს.