პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავა

14:01, 10.04.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვან გერს – 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი