პოლიციამ ნიცაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ოთხი ადამიანი დააკავა
პოლიციამ ნიცაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ოთხი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ნიცაში გასულ კვირას განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირში მყოფი კიდევ ოთხი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ცნობილი ოყო, რომ თავდასხმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო ექვსი ადამიანი.

თავდასხმა ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში 29 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელმა ქალს თავი მოკვეთა და კიდევ ორი ადამიანი მოკლა.

თავდამსხმელი, 21 წლის ტუნისელი მამაკაცი, პოლიციამ დაჭრა, ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.