პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება

10:44, 13.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება – 500 აბი „პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი „მარიხუანა““, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი