პოლიციამ „მზიურის პარკში“ მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების განზრახ დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავა

13:52, 04.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან „მზიურის პარკში“ მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი