გერმანული მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ მიუნსტერში თავდამსხმელის ბინაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა. გამოცემა Bild-ი წერს, რომ სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედის ბინის ჩხრეკის დროს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი აღმოაჩინეს. არის თუ არა ის მუშა მდგომარეობაში, ჯერ უცნობია.
ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 7 აპრილს მიუნსტერის ცენტრში ავტომობილის გამვლელებზე შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. მესამე გარდაცვლილი თავად თავდამსხმელი აღმოჩნდა, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. დაშავდა 20 მოქალაქე. მათგან 6 მძიმე ჩგომარეობაშია.
პოლიციის ცნობით, თავდასხმა სავარაუდოდ, ტერაქტი არ ყოფილა. დამნაშავე 49 წლის მოქალაქეა, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.