პოლიციამ მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
პოლიციამ მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

სამართალდამცველებმა მესტიაში 23 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს.

ფაქტი პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პირველი არხის ინფორმაციით, 11 ივლისს მომხდარი დანაშაულისთვის ძებნილი დ.ნ. თბილისში აიყვანეს.

ლუკა ფალიანი მესტიაში შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. მას გულმკერდის არეში ცივი იარაღით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის ვინაობა სამართალდამცველებისთვის მალევე გახდა ცნობილი და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა.