პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1957 წელს დაბადებული მ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ს. საკუთარი ავტომობილით შეეჯახა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გაჩერებულ 1971 წელს დაბადებული ო.მ.-ს კუთვნილ ავტომანქანას, რაც მძღოლებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. ბრალდებულმა მომხდარი დაპირისპირების დროს ბასრი საგნით ი.მ.-ს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.