პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც სამართალდამცველებს უთხრა, რომ სანქტ-პეტერბურგში მდებარე სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსა

18:53, 24.03.2024

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც პოლიციასთან საუბრისას თქვა, რომ სანკტ-პეტერბურგში მდებარე სავაჭრო და გასართობ კომპლექს London Mall-ში ასაფეთქებელი ნივთიერებები მოათავსა.

ინფორმაციას Fontanka საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დაკავებულს არ დაუკონკრეტებია ასაფეთქებელი ნივთიერების ადგილმდებარეობა. ტერიტორიას ახლა ექსპერტები ამოწმებენ.

აფეთქების საფრთხის გამო სავაჭრო ცენტრის ვიზიტორების ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი