პოლიციამ ლონდონში ლგბტ წყვილის ცემის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა
პოლიციამ ლონდონში ლგბტ წყვილის ცემის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა

პოლიციამ ლონდონში ლგბტ წყვილის ცემის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, მათი ასაკი 15-18 წლამდე მერყეობს. მათ ბრალი დასდეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ სიძულვილის დანაშაულსა და ძარცვაში. ამჟამად დაკავებულებს პოლიციაში ჰკითხავენ.

ინციდენტი ლონდონის ავტობუსში 30 მაისს მოხდა. ხუთი მამაკაცი ორ ქალს თავს დაესხა. როგორც ისინი ამბობენ, ახალგაზრდები აგრესიულად იქცეოდნენ და მათ „ლესბოსელებს“ ეძახდნენ. შემდეგ კი თავდამსხმელებმა მოითხოვეს, რომ ქალებს ერთმანეთისთვის ეკოცნათ. წინააღმდეგობის გაწევის დროს ხუთმა მამაკაცმა ორივე ქალი სცემა და გაძარცვა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.