ლონდონის პოლიციამ ლონდონბრიჯზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტად გამოაცხადა.
სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი მამაკაცი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადება სკოტლანდ იარდში ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და ის ადგილზევე გარდაიცვალა.
ამავე დროს, პოლიციაში დაადასტურეს, რომ არიან დაჭრილები. თუმცა მათი რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
„სკოტლანდ იარდში“ ასევე განაცხადეს, რომ თავდამსხმელს ეკეთა ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ლონდონბრიჯზე ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინციდენტის ადგილი პოლიციას გადაკეტილი აქვს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.