პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა

10:46, 30.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ნაცნობი მამაკაცი.

დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი