პოლიციამ იმერეთში 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

10:40, 09.09.2026

პოლიციამ იმერეთში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკა, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი