პოლიციამ ჰონგ კონგში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
პოლიციამ ჰონგ კონგში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

პოლიციამ ჰონგ კონგში დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ბლოკირება სცადეს. მათ ქუჩებში ბარიკადების მოწყობა დაიწყეს. აგრესიულად განწყობილმა აქტივისტებმა კი, მაღაზიები დაარბიეს. პოლიციასთან შეტაკება იმ რაიონში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განლაგებული.

ათასობით ახალგაზრდა ჰონგ კონგის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც მომიტინგეებს ნიღბების ტარება აუკრძალეს.

აქციების გამო ჰონგ კონგში მაღაზიების ნაწილი, ასევე მეტროს რამდენიმე გაჩერება დახურეს.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ კონგში დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით აქციები რამდენიმე თვეა არ წყდება.