პოლიციამ გუმათის დასახლებაში რკინის კედლები აღმართა
პოლიციამ გუმათის დასახლებაში რკინის კედლები აღმართა

სამართალდამცველებმა სოფელ გუმათის დასახლებაში, მდინარე რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე რკინის კედლები აღმართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტს ისევ გუმათის დასახლებაში გააგრძელებენ.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები დღეს დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა გუშინ აქციაზე განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად, ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს. ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულები და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა გოლეთიანმა.