პოლიციამ გორში ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავა

11:52, 09.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ნ. კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა 1978 წელს დაბადებულ გ.გ.-ს და მის ოჯახის წევრებს.

„აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მ.მ.-სთვის, რომელმაც გ.გ-ს ავტომანქანის დაზიანება განიზრახა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ნ. და მ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი