პოლიციამ გიორგი ჭანტურიას მეუღლე გამოკითხა
პოლიციამ გიორგი ჭანტურიას მეუღლე გამოკითხა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მეუღლე ანი ხურცია პირველად გამოკითხეს.

​როგორც სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ანი ხურციამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ მას კითხვები იმის შესახებ დაუსვა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მის მეუღლე მოკლულ გენერალთან, ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი.

ანი ხურცია აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი, დაკითხვის შემდეგ მის მეუღლეს გაათავისუფლებენ და განმეორებით არ დააკავებენ.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.