პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების ამოღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

10:22, 25.11.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული ე. ს. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ მათი პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, „პრეგაბალინის“ შემცველი კაფსულები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ მიერ ინფორმაციაში.

მსგავსი