პოლიციამ ფოთში ხულიგნობის ბრალდებით აქციის სამი მონაწილე დააკავა
პოლიციამ ფოთში ხულიგნობის ბრალდებით აქციის სამი მონაწილე დააკავა

პოლიციამ ფოთში ხულიგნობის ბრალდებით აქციის სამი მონაწილე დააკავა. აქტივისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ ფოთის მერიასთან აქცია გამართა. მათ ქალაქში არსებული თევზის უსიამოვნო სუნი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ფოთის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც მერიიდან მათ პასუხი ვერ მიიღეს, აქციის მონაწილეებმა მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს, სადაც როგორც თავად ყვებიან, მერის მეზობლები და ახლობლები დახვდნენ, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„დღეს თევზის სუნის გასაპროტესტებლად მერიასთან შევიკრიბეთ. შემდეგ მერს ვთხოვეთ, მოსულიყო და პასუხი გაეცა იმ კითხვებზე, რაც გვაწუხებდა. მერმა უგულვებელყო ჩვენი მოთხოვნა და გვითხრა, რომ არ მოვიდოდა. შემდეგ გადავინაცვლეთ მის სახლთან და იქ ვაპირებდით პროტესტის გაგეძელებას, მაგრამ იქ დაგხვდნენ პოლიციელები, ასევე, სავარაუდოდ მერის სანათესაო, ახლობლები და მეზობლები. მოხდა დაპირისპირება, გადაიზარდა ჩხუბში და დააკავეს სამი აქტივისტი – ერთი გოგო და ორი ბიჭი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით. გვითხრეს, რომ გოგონას დღეს გამოუშვებენ, ხოლო ხვალ საპროცესო ექნება ორ ბიჭს“,- განაცხადა აქციის მონაჭილემ, ანა ჯოჯუამ.

დატოვე კომენტარი