პოლიციამ ცხვარიჭამიაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთიას პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ი.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ი.ბ.-მ მის ნაცნობს – 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ტ.ქ. მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.