პოლიციამ ბათუმში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ ბათუმში დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებული გ.მ. ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

„სამართალდამცველებმა ა.მ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.