პოლიციამ ატლანტაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 70 ადამიანი დააკავა

15:30, 31.05.2020
ATLANTA, GA - MAY 30: A police line is seen during a protest in response to the police killing of George Floyd on May 30, 2020 in Atlanta, Georgia. Across the country, protests have erupted following the recent death of George Floyd while in police custody in Minneapolis, Minnesota in the most recent in a series of deaths of black Americans by the police.  (Photo by Elijah Nouvelage/Getty Images)

აშშ-ში ატლანტის პოლიციამ კომენდანტს საათის დარღვევისთვის 70 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჯორჯიის შტატის დედაქალაქში საღამოს ცხრა საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. პოლიციის ინფორმაციით, კომენდანტის საათის დროს ატლანტის ქუჩებში ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ ქუჩაში რჩება.

აქციის მონაწილეები, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი