პოლიციამ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ.
პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.