პოლიციამ აჭარაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
პოლიციამ აჭარში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის ივლისში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა.
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.