პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:40, 18.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ მალულად შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება – 109 აბი „პრეგაბალინი”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი