პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.