პოლიციამ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა
პოლიციამ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

„ქ.ბ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში. 2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ.ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ.ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ.ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.