პოლიცია სოფელ შილდიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებს
პოლიცია სოფელ შილდიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებს

პოლიცია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებს.

არასრულწლოვანი გოგონა ბოლოს თანაკლასელებმა სკოლაში ნახეს. მათი თქმით, გოგონამ მე-5 გაკვეთილიდან საკუთარი ნივთები აიღო და წავიდა. 15 წლის გოგონა ამის შემდეგ ნაცნობებმა თბილისის მიკროავტობუსში შენიშნეს, ბოლოს კი ის ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.